თურქეთი 1 მილიონი სირიელის ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების პროექტს ამზადებს

თურქეთი 1 მილიონი სირიელის ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების პროექტს ამზადებს

1821675
თურქეთი 1 მილიონი სირიელის ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების პროექტს ამზადებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ამზადებენ პროექტს, რომელიც თურქეთში მყოფ 1 მილიონ სირიელს საშუალებას მისცემს ნებაყოფლობით დაბრუნდეს სამშობლოში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD)  მხრიდან, იდლიბში აშენებული ბრიკეტის სახლების მესაკუთრეებზე გადაცემის ცერემონიას, რომელსაც ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, მიიღო მონაწილეობა და განაცხადა: „თურქეთი ახორციელებს დახმარების ღონისძიებებს სირიის სხვადასხვა რეგიონში, რაც ჯამში დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს აღწევს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ჩაგრულსა და დაზარალებულს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ეროვნული შემოსავლის მიხედვით, ყველაზე მეტ დახმარებას უწევს დაზარალებულებს ყველა სფეროში. 2016 წლიდან, როდესაც თურქეთმა დაიწყო თავისი ტრანსსასაზღვრო ოპერაციები სირიაში გაღრმავებული ჰუმანიტარული ტრაგედიის ფონზე, დაახლოებით 500 ათასი სირიელი დაბრუნდა იქ შექმნილ უსაფრთხო ზონებში. ახლა კი ჩვენ ვამზადებთ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს, თურქეთში თავშეფარებული 1 მილიონი სირიელის ნებაყოფლობით საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“.



მსგავსი ინფორმაციები