თურქეთი, ილჰამ ალიევ-ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრას მიესალმება

თურქეთი, ილჰამ ალიევ-ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრას მიესალმება

1809552
თურქეთი, ილჰამ ალიევ-ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრას მიესალმება

თურქეთის, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას მიესალმება.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „6 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მასპინძლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონკრეტული პროცესი დაიწყოს, მივესალმებით. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე განკარგულების გაცემა იმის თაობაზე, რომ დაიწყონ მზადება სამშვიდობო შეთანხმებისთვის და შექმნან ერთობლივი სასაზღვრო კომისია, მისასალმებელია. თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს და აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალისხმევას“.



მსგავსი ინფორმაციები