ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1805355
ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქიეს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას თავისი უფლებები მისივე კონტინენტურ შელფზე და ასევე კვიპროსელი თურქების უფლებები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, თაჰსინ ერთუღრულოღლუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„თურქიეს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას როგორც საკუთარ კონტინენტურ შელფში, ასევე კვიპროსელ თურქთა უფლებები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. ეს გადაწყვეტილება დღესაც მოქმედებს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი კონტინენტური შელფის დარღვევის მცდელობები. ჩვენ ამას არ ვუშვებთ. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზება, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, კვლავ ძალაშია. რაც შეეხება კვიპროსის ბერძნული მხარის ინიციატივას, ახალი არაფერია. ეს შემოთავაზებები მოძველებულია და არასერიოზული. საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა უნდა გააცნობიეროს ფაქტები და ყურადღება გაამახვილოს საკითხის არსზე. ეს უნდა იყოს კვიპროსელი თურქი ხალხის სუვერენული თანასწორობა და თანაბარი საერთაშორისო სტატუსი“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები