ასადის რეჟიმის თავდასხმას 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

ასადის რეჟიმის თავდასხმას 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

1779741
ასადის რეჟიმის თავდასხმას 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

სირიაში ალეპოს პროვინციის დასავლეთით მდებარე საწვავის საწყობზე ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი ირანის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

ალეპოს დასავლეთით, სოფელ შეიხ ალიში დისლოცირებული ასადის რეჟიმის არმიისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფებისგან შემდგარმა რეჟიმის ძალებმა, ალეპოს დასავლეთით, იდლიბის დეესკალაციის ზონის საზღვრებში სოფელ ტერმანის საწვავის სადგურზე თავდასხმით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.

სამოქალაქო თავდაცვის ინფორმაციით, თავდასხმას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დაშავებული მოქალაქე კი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ასადის რეჟიმი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები