გაერო ავღანეთში გაუჩინარებული 6 ქალი აქტივისტის შესახებ ინფორმაციას ისევ ვერ იღებს

დაახლოებით 3 კვირის წინ ავღანეთში გაუჩინარებული 6 ქალი აქტივისტის შესახებ ინფორმაციას ისევ ვერ იღებენ

1775696
გაერო ავღანეთში გაუჩინარებული 6 ქალი აქტივისტის შესახებ ინფორმაციას ისევ ვერ იღებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტყობინება, რომ დაახლოებით 3 კვირის წინ ავღანეთში გაუჩინარებული 6 ქალი აქტივისტის შესახებ ინფორმაციას ისევ ვერ იღებენ.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა: „ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმ ქალი აქტივისტების და მათი ნათესავების ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც დააკავეს ან გაიტაცეს ქაბულში ქალთა უფლებების დაცვის საპროტესტო აქციების გამო.“

დიუჟარიკმა გაუჩინარებული ქალი აქტივისტების შესახებ, თალიბანს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს ინფორმაცია მოსთხოვა და მოუწოდა გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ.


საკვანძო სიტყვები: #აქტივისტი ქალი , #ავღანეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები