ერსინ თათარი კვიპროსის ბერძნულ მხარეს აკრიტიკებს

ერსინ თათარი კვიპროსის ბერძნულ მხარეს აკრიტიკებს

1769185
ერსინ თათარი კვიპროსის ბერძნულ მხარეს აკრიტიკებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მცდელობები, გააძლიეროს საბერძნეთის ეროვნული გვარდიის სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობას და გაზრდის დაძაბულობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, გააკრიტიკა. ერსინ თათარმა, თურქული სააგენტო კვიპროსთან, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ბერძნული მხარის ამდაგვარი პოლიტიკის გამო ისინი ძალიან შეშფოთებული არიან რა, მათ საღი აზრისკენ მოუწოდებენ.

„გასულ კვირას, სეპარატისტული ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/PYD-ს მიეცა უფლება განლაგებულიყო ბერძნულ მხარეს და დაკანონდა მისი საქმიანობა. ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებში სარაკეტო სისტემების გაძლიერებას ახორციელებენ. ეს ყველაფერი კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში ახალი დაძაბულობის გამომწვევია. ჩვენ, როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ამას დიდი დისკომფორტით და შეშფოთებით ვუყურებთ. ეს ინიციატივები არ ემსახურება მშვიდობას. ეს ფაქტი თურქეთის მხრიდანაც იქნა დაგმობილი. ბერძნულ მხარეს კი საღი აზრის გამოვლენისკენ მოვუწოდებთ. თურქეთის რესპუბლიკა არის კვიპროსის გარანტორი ქვეყანა. თურქეთის რესპუბლიკას, როგორც გარანტორი ქვეყანა, აქვს უფლება შესაბამისი ნაბიჯები გადადგას რეგიონთან მიმართებაში,“ განაცხადა ერსინ თათარმა.


საკვანძო სიტყვები: #ბერძნული მხარე , #ერსინ თათარი

მსგავსი ინფორმაციები