გაერო: „სირიაში დიდთოვლობის გამო 1000 კარავი ჩამოინგრა“

გაერო: „სირიაში დიდთოვლობის გამო 1000 კარავი ჩამოინგრა“

1768077
გაერო: „სირიაში დიდთოვლობის გამო 1000 კარავი ჩამოინგრა“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობის გამო დევნილების თითქმის 1000 კარავი ჩამოინგრა  და რომ დევნილ სირიელებს ძალიან რთული პირობები აქვთ. გაეროს, სირიის რეგიონული ჰუმანიტარული კოორდინატორის მოადგილე მარკ კუტსმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ჰაერის ტემპერატურის კლებამ კარვებში მყოფი სირიელების საცხოვრებელი პირობები უკიდურესად გაართულა. მისივე თქმით, 1000-მდე კარავი ჩამოინგრა დიდთოვლობის გამო რა, ყინვებმა ამ კარვებში მცხოვრები თითქმის 250 ათასი სირიელი დააზარალა.

მარკ კუტსმა პრესკონფერენციის დროს ასევე აღნიშნა, რომ ბავშვები ზამთრის ფეხსაცმლის გარეშე დადიან თოვლზე და ყინულზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შეძლეს შარშან სირიისთვის საჭირო 4 მილიარდი დოლარის დახმარების ფონდის მხოლოდ 45 პროცენტის შეგროვება და რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაზარდოს დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ მყოფ დევნილებს კიდევ უფრო რთული დღეები ელით.


საკვანძო სიტყვები: #კარვები , #დიდთოვლობა , #სირია , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები