სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

1767351
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

არმენ სარქისიანმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური პრობლემაა და მათთან საბრძოლველად მას არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები.

სარქისიანის განცხადებით, მას როგორც პრეზიდენტს, არ აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება შიდა და საგარეო პრობლემების გადასაჭრელად და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ასევე თავს ესხმის მას და მის ოჯახს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულმა მიზეზებმა მის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად იმოქმედა და დაამატა: „დიდი ხანი ვფიქრობდი და ოთხი წლის შემდეგ გადავწყვიტე გადავმდგარიყავი პრეზიდენტის პოსტიდან. ეს გადაწყვეტილება ემოციურად კი არ მიმიღია, არამედ გარკვეული ლოგიკის ფარგლებში“.

სარქისიანის უფლებამოსილების ვადა, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, 2025 წელს იწურებოდა.



მსგავსი ინფორმაციები