ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

არაოფიციალური შედეგების მიხედვით კოალიციური მთავრობა შეიქმნება

1767289
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული ერთიანობის პარტიის (UBP) თავმჯდომარემ ფაიზ სუჯუოღლუმ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ გუშინ გამარჯვებით დაასრულა ვადამდელი არჩევნები და უახლოეს ხანებში დაიწყებენ მუშაობას კოალიციური მთავრობის შექმნისათვის. ჩკთრ-ის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დილით გამოცხადებული არაოფიციალური შედეგების მიხედვით, UBP-მ არჩევნებში ხმების 39,54 პროცენტი მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. ამავე შედეგებით საარჩევნო ბარიერი გადალახეს ასევე თურქეთის რესპუბლიკურმა პარტიამ (CTP) 32,04%, დემოკრატიულმა პარტიამ (DP) 7,41%, აღორძინების პარტიამ (YDP) 6,39% და სახალხო პარტიამ (HP) 6,68%. ამ შედეგების მიხედვით UBP 50 სავარძლიან პარლამენტში მიიღებს 24 მანდატს, CTP-18, DP-3, HP-3, YDP-2 ადგილს. ქვეყნის კონსტიტუციით, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ პრეზიდენტი ერსინ თათარი მთავრობის ფორმირების დავალებას მისცემს სუჯუოღლუს.



მსგავსი ინფორმაციები