ავღანეთში მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთში მომხდარ 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა

1764299
ავღანეთში მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთში მომხდარ 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის (USGS) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო ბადგისის პროვინციის ცენტრის, ქალაქ კალე-ი ნევის აღმოსავლეთით 41 კილომეტრში, მიწის ზედაპირიდან 18,8 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბადგისის კადსის რაიონში მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

აღინიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთით მდებარე პროვინცია ჰერატსა და ფარაჰში.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები