აზერბაიჯანი სამხედროებს თურქული პროგრამით აღზრდის

აზერბაიჯანი სამხედროებს თურქული პროგრამით აღზრდის

1761997
აზერბაიჯანი სამხედროებს თურქული პროგრამით აღზრდის

აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“



მსგავსი ინფორმაციები