ძლიერი მიწისძვრა ხმელთაშუა ზღვაში

ძლიერი მიწისძვრა ხმელთაშუა ზღვაში

1760443
ძლიერი მიწისძვრა ხმელთაშუა ზღვაში

ხმელთაშუა ზღვაში კუნძულ კვიპროსთან 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) პირველადი ინფორმაციის თანახმად, თურქეთის დროით, 04:07 საათზე კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, მერსინის ანამურის რაიონიდან დაახლოებით 134 კილომეტრში, ზღვის ზედაპირზე 5,06 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ანტალიაში, მერსინში, ჰათაიში, ადანაში, ისპარტაში, ბურდურსა და კონიაში, განსაკუთრებით კი კუნძულ კვიპროსზე.

ხმელთაშუა ზღვაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშრებით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა.



მსგავსი ინფორმაციები