ომერ ჩელიქმა სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი შეაფასა

ომერ ჩელიქმა სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი შეაფასა

1754557
ომერ ჩელიქმა სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი შეაფასა

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი მხოლოდ იმ პირობით შეიძლება განხორციელდეს, თუ ეს ქვეყანა აზერბაიჯანის მიმართ ოკუპაციის და აგრესიულ პოლიტიკას მიატოვებს. ომერ ჩელიქმა ამის შესახებ გუშინ, პარიის პოლიტსაბჭოს სხდომის შედმეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ომერ ჩელიქმა ასევე აღნიშნა, რომ წლების წინ თურქეთსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა ოქმს ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის ნაბიჯებთან დაკავშირებით მაგრამ,  სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად ცნო, რის გამოც ეს ოქმი გაუქმდა.

„ყარაბაღის მეორე ომით (გასულ წელს) ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წამოაყენეს ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას მთელ სამხრეთ კავკასიაში და შეამცირებს დაძაბულობას. ეს ხედვა, რუსეთის, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და თურქეთის ჩათვლით შექმნის მექანიზმს, რომელიც რეგიონში მშვიდობას ჩამოაყალიბებს. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი მიატოვებს თავის აგრესიულ და დამპყრობელ პოლიტიკას შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენი პრეზიდენტის ყველაზე დიდი სენსიტიურობა არის, აზერბაიჯანელი თურქი ძმების პოზიტიური დამოკიდებულება ამ ნორმალიზაციის პროცესისადმი. ვინაიდან აზერბაიჯანელი ჩვენი თურქი ძმები და დები, პოზიტიურად უყურებენ ამ ნორმალიზაციის პროცესს და ბატონ ალიევს აქვს პოზიტიური შეხედულება. თურქეთი დგამს ამ ნაბიჯებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას, დაძაბულობის შემცირებას და აჩვენოს თავისი ჩვეული თავდაჯერებულობა და კეთილგანწყობა ამ საკითხში. ამიტომ, ამ პრინციპების ფარგლებში, ეს ნორმალიზაციის პროცესი შეიძლება წარიმართოს იმ პირობით თუ სომხეთი აზერბაიჯანის მიმართ თავის საოკუპაციო და აგრესიულ პოლიტიკას მიატოვებს. თურქეთს აქვს საჭირო დიპლომატიური შესაძლებლობები, დიპლომატიური მომზადება და ნება, მიიღოს ინიციატივა ამ კუთხით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი უარს იტყვის ამ ოკუპაციის პოლიტიკაზე და იმოქმედებს, როგორც მექანიზმის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას მთელ სამხრეთ კავკასიაში და ეს ნორმალიზება როგორმე განხორციელდება,“ განაცხადა ომერ ჩელიქმა.



მსგავსი ინფორმაციები