აქარის ვიზიტი სარაევოში გრძელდება

მან უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

1753535
აქარის ვიზიტი სარაევოში გრძელდება

ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვიზიტად მყოფი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ამ ქვეყნის დედაქალაქ სარაევოში მოქმედ საერთაშორისო უნივერსიტეტს (IUS) ესტუმრა და სტუდენტებს შეხვდა რა, მათთან საუბარში განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ერთობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამასთან, თურქეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. მისივე თქმით, თურქეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ყველანაირი ურთიერთობა დამყარებულია მეგობრულ და ძმურ კავშირებზე, „ჩვენი საერთო ისტორიული და კულტურული კავშირები ასევე ეფექტურია განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროებში ძლიერი ურთიერთობების დამყარებისთვის. თურქეთი მუშაობს ყველა სფეროში, რათა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა ბალკანეთში,“ აღნიშნა აქარმა და იქვე დაამატა: „დაიტონის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც დაასრულა 1992-1995 წლების სამოქალაქო ომი და რომელსაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ყველა მუხლით გრძელდება, ამიტომაც ბოსნია და ჰერცეგოვინაში პოლიტიკური კრიზისი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დაიწყოს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობა, რაშიც მის გვერდით, როგორც ყოველთვის, ახლაც იდგმება თურქეთი.“



მსგავსი ინფორმაციები