ჰულუსი აქარის ვიზიტი ბალკანეთში გრძელდება

ჰულუსი აქარი კოსოვოსაც ეწვევა

1753222
ჰულუსი აქარის ვიზიტი ბალკანეთში გრძელდება

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში სეპარატისტული დისკურსები არავის სარგებელს არ მოუტანს რა, ისინი  ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხს მთლიანობაში ხედავენ. ჰულუსი აქარმა ამის შესახებ, ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში ვიზიტის დროს თავის კოლეგა, სიფეთ პოდზიჩთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჰულუსი აქარმა პრესკონფერენციის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი, როგორც თურქეთი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბოსნია და ჰერცეგოვინის სტაბილურობასა და მთლიანობას და მხარს უჭერენ ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ურთიერთობებს როგორც, სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ასევე ნატოსთან ინტეგრაციაში.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჰულუსი აქარმა ოფიცერთა კლუბს ეწვია სადაც, ამ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-ლეიტენანტი სენად მასოვიჩს შეხვდა.

ჰულუსი აქარი, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან კოსოვოს ეწვევა სადაც, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს არმენდ მეჰაჟს შეხვდება. თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კოსოვოში ვიზიტს დროს სავარაუდოდ, პრეზიდენტ, ვიოსა ოსმანი-სადრიუსაც შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #ბალკანეთი , #ჰულუსი აქარი

მსგავსი ინფორმაციები