ყაზახეთის დედაქალაქი სირიის გარანტორი ქვეყნების შეხვედრას მასპინძლობს

ყაზახეთის დედაქალაქი სირიის გარანტორი ქვეყნების შეხვედრას მასპინძლობს

1750576
ყაზახეთის დედაქალაქი სირიის გარანტორი ქვეყნების შეხვედრას მასპინძლობს

სირიის კრიზისის მოგვარებისათვის შექმნილი გარანტორი ქვეყნების, თურქეთის, რუსეთისა და ირანის დელეგაციები ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მე-17 შეიკრიბნენ. ამ შეხვედრაზე თურქეთს წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს სირიის საკითხთა გენერალური დირექტორი სელჩუკ უნალი, რუსეთისას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევი, ირანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ალი ასგარ ჰაჯი, სირიის რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აიმან სუზანი, ხოლო სამხედრო ოპოზიციას კი, აჰმედ თუმა. გარდა ამისა, ასტანის მოლაპარაკებებში „დამკვირვებლის“ სტატუსით მონაწილეობენ ერაყი, იორდანია და ლიბანი. მოლაპარაკებებს კოორდინაციას უწევს  სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე ხავლა მატარი. ორ დღიან მოლაპარაკებებში განიხილავენ  როგორც სირიაში შექმნილ ბოლო ვითარებას, ასევე ნდობის აღდგენის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობის ჟენევაში განახლების, ტყვეთა გაცვლის, მძევლების გათავისუფლების, დაკარგული პირების ძებნის და სხვა საკითხებს. შეხვედრის დაწყებამდე პრესისთვის მიცემულ განცხადებაში ლავრენტიევმა თქვა, რომ ისინი პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებენ ადგილზე არსებულ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაზე, რადგან, სირიაში DAEŞ-ის და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მძინარე უჯრედები ბოლო დროს კვლავ გააქტიურდნენ. “ჩვენ პრიორიტეტულ საკითხს მივიღებთ როგორც თურქ, ასევე ირანელ პარტნიორებთან პირისპირი შეხვედრების დროს,“ განაცხადა ლავრენტიევმა. როგორც ცნობილია, სირიის საკითხზე ასტანას მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო თურქეთის, რუსეთისა და ირანის გარანტორობით და იგი მიზნად ისახავს  სირიის კრიზისის მოგვარებას


საკვანძო სიტყვები: #ყაზახეთი , #ასტანა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები