ანკარამ მკაცრად დაგმო ლარნაკას დიდ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა

„ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ღირებულებებს“

1743668
ანკარამ მკაცრად დაგმო ლარნაკას დიდ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა

ანკარამ მკაცრად დაგმო სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში მდებარე ლარნაკას დიდ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ მკაცრად და კატეგორიულად ვგმობთ სამხრეთ კვიპროსში მდებარე ლარნაკას დიდი მეჩეთისათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს. ეს და მსგავსი ქმედებები, რომლებიც ანტითურქულობის და ანტიისლამიზმის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია, არა მხოლოდ მუსლიმებს უქმნის საფრთხეს, არამედ კაცობრიობის საერთო და წმინდა ღირებულებებსაც. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ  ზოგიერთი წრეები რამდენად შორს დგანან მშვიდობიანი თანაარსებობის გაგებისგან.“


საკვანძო სიტყვები: #მეჩეთი , #ლარნაკა , #ანკარა

მსგავსი ინფორმაციები