ირანის მოწოდება დასავლეთს

„დასავლეთი თუ კეთილ ნებას გამოიჩენს, კარგი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“

1741901
ირანის მოწოდება დასავლეთს

ირანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი „კეთილ ნებას“ გამოიჩენს, მაშინ  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში, ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები შეაფასა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში ირანის სახელით მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალი ბაქირისთან ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან.

„თუ დასავლეთი კეთილ ნებას გამოიჩენს, კარგი გარიგების მიღწევა შესაძლებელია,  ჩვენ ვეძებთ რაციონალურ, გაზომილ და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს,“ განაცხადა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა.

შეგახსენებთ, რომ ირანისა და ბირთვული შეთანხმების მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი, რომელშიც მოლაპარაკება იყო შეთანხმების აღორძინებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ამ პროცესში დაბრუნება, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ 29 ნოემბერს განახლდა. ევროკავშირის კოორდინაციით მოლაპარაკებებში მონაწილეობენ რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია, ხოლო არაპირდაპირი წესით მონაწილეობს აშშ, რომელიც 2018 წელს ცალმხრივად გამოვიდა შეთანხმებიდან.



მსგავსი ინფორმაციები