საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

1740276
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ 50 დღის მანძილზე შიმშილობდა და 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს პროკურატურის მიერ სააკაშვილს მიმართ 2007 წელს ოპოზიციის მიტინგის დაშლის, აქციების დროს ტელეკომპანია „იმედში“ შესვლის და არხის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის, რომელიც უსაფრთხოების მიზნით სასამართლო პროცესზე ორჯერ არ წაიყვანეს, მომხრეები სასამართლოს წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ხაზი დავით აღმაშენებლის ხეივანი მანქანების მოძრაობისთვის გადაკეტეს.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, ბევრი ადამიანი დააკავეს.

სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დასაწყისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამნაშავე არ არ არის და დასძინა: "არ ვაღიარებ ქართულ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას. მე არ ვარ იმისთვის რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო."

სასამართლო პროცესი, რომლის გადაღების უფლება საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის გარდა არც ერთ ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებას არ მისცეს, გრძელდება.

სასამართლოს წინ და მის მიმდებარედ, სადაც უსაფრთხოების ძალების მხრიდან უსაფრთხოების ფართო ზომებია გატარებული, სააკაშვილის მხარდამჭერები ისევ იმყოფებიან.


საკვანძო სიტყვები: #მიხეილ სააკაშვილი , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები