საქართველოში დღეს 20 მერის ასარჩევად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტარდება

საქართველოში დღეს 20 მერის ასარჩევად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტარდება

1726813
საქართველოში დღეს 20 მერის ასარჩევად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტარდება

საქართველოში დღეს 20 მერის ასარჩევად ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნებში, დედაქალაქ თბილისის ჩათვლით ქვეყნის უდიდეს ქალაქებში ძირითადად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები იბრძვიან.

პირველადი შედეგები ღამით გამოცხადდება.

საქართველოში 64 მერის გამოსავლენად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზეა პარტია „ქართული ოცნება“ 46,74 პროცენტით, მეორე ადგილზე კი 30,67 პროცენტით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.

საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქ თბილისის ჩათვლით 20 მუნიციპალიტეტში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და იქ მეორე ტური გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები