ერსინ თათარი გაზიანთეფს სტუმრობდა

მან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1726204
ერსინ თათარი გაზიანთეფს სტუმრობდა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსში ორი ხალხი და ორი სახელმწიფოა. ერსინ თათარი, რომელიც გაზიანთეფს სტუმრობდა აქ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „მსოფლიო ჩვენ გვეუბნება. დაანებეთ თქვენი უფლებების და კანონის ძიებას თავი. ისინი ამბობენ, რომ ‘კვიპროსზე შეთანხმება რომ მოხდეს, მხარეები უნდა შეთანხმდნენ’. ამ კონტექსტში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივე მხარე დათანხმდება. იმიტომ, რომ კვიპროსის ბერძნულ მხარეს მოპოვებული აქვს უპირატესობა და მას მაქსიმალურად იყენებს. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩვენი მიზანია საკუთარი სახელმწიფო კიდევ უფრო გავაძლიეროთ. იმის გამო, რომ თურქეთმა „ლურჯ სამშობლოში“ საკუთარი უფლებები და ინტერესები დაიცვას და ხმელთაშუაზღვაში მისი დომინირება მოახდინოს, ჩკთრ-სთან თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ კვიპროსელი თურქი ხალხი თითქმის 60 წელი ცხოვრობდა საკუთარი სახელმწიფოს ჭერს ქვეშ, გვაძლევს უფლებას განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი, როგორც კოსოვოს შემთხვევაში, როგორც გაეროს ისე საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა გავაგრძელოთ არსებობა სახელმწიფო ბაზაზე თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით.“


საკვანძო სიტყვები: #გაზიანთეფი , #ერსინ თათარი

მსგავსი ინფორმაციები