ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი სამოქალაქო დაიღუპა

არიან დაშავებულებიც

1722225
ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი სამოქალაქო დაიღუპა

ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად მრავალი სამოქალაქო დაიღუპა

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის და ირანის მხრიდან მხარდაჭერილი დაჯგუფებების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

თავდასხმა იდლიბში, ერიჰას რაიონში ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმის შედეგად ასევე 35 ადამიანიც დაშავდა, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. ამიტომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა გაეროს ჟენევის ოფისში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შეხვედრების მეექვსე რაუნდის დროს განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ასადის რეჟიმი , #იდლიბი

მსგავსი ინფორმაციები