ირანის პრეზიდენტმა თავის მრჩევლად სუნიტი ქურთი დანიშნა

ახალი მრჩეველი, Ahl as-Sunnah-ს სექტას წარადგენს

1721288
ირანის პრეზიდენტმა თავის მრჩევლად სუნიტი ქურთი დანიშნა

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა, სუნიტი-ქურთი აბდუსელამ ქარიმი,  რელიგიური და სექტანტური უმცირესობების, ასევე ეთნიკური ჯგუფების საკითხში მრჩევლად დანიშნა. ქარიმი 1967 წელს სანანდაჯში დაიბადა და აქვს დოქტორანტის ხარისხი არაბულ ენასა და ლიტერატურაში. აქამდე იგი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა. ქარიმი ირანის Ahl as-Sunnah-ს (ეჰლი-სუნნეთ ველ ჯამაათი) სექტაში შედის და მათ ჯგუფს ირანის პარლამენტში 16 დეპუტატი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მხარი დაუჭირეს იბრაჰიმ რაისს. არაოფიციალური მონაცემებით, ირანის 83 მილიონი მოსახლეობიდან დაახლოებით 15 მილიონი ამ სექტის მიმდევარია.



მსგავსი ინფორმაციები