თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

1720046
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, 1 ოქტომბერს დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს ქალაქ რუსთავის ნომერ მე-12 საპყრობილეში.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომლის დამფუძნებელიც სააკაშვილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

დემონსტრაციაზე გამოსვლისას პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი უსაფუძვლო ბრალდებებით ისჯება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სააკაშვილი არის თანამედროვე და წარმატებული პოლიტიკოსი და არ იმსახურებს ციხეში ყოფნას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 წლის შემდეგ 1 ოქტომბერს დაბრუნდა თავის ქვეყანაში, მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი პატიმრობის სასჯელის გამო დააკავეს და ქალაქ რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

საქართველოს პროკურატურამ, 2007 წელს ოპოზიციის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ერთი დეპუტატის ცემის  ბრალდებით სააკაშვილის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მკვლელობის საქმეში ამნისტიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგვიანებით კი უკრაინაში გადავიდა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლის 4 დეკემბერს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.



მსგავსი ინფორმაციები