საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ლასითის რეგიონში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1718536
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ლასითის რეგიონში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:24 საათზე მიწის ზედაპირიდან 8.2 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მოჰყვა თუ არა ნგრევა და მსხვერპლი მიწისძვრას.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა თურქეთის ეგეოსის სანაპიროზე.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, მიწისძვრა ძალიან ძლიერად იგრძნობოდა და იგი რამდენიმე წამს გაგრძელდა.

საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია ERT იტყობინება, რომ მიწისძვრა ძლიერად იგრძნობოდა დოდეკანესისა და კიკლადესის კუნძულებზე.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #კუნძული , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები