თურქეთმა თავის კონტინენტურ შელფში უნებართვოდ შესულ გემზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა

თურქეთმა თავის კონტინენტურ შელფში უნებართვოდ შესულ გემზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა

1714388
თურქეთმა თავის კონტინენტურ შელფში უნებართვოდ შესულ გემზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა

თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობის ელემენტებმა მათ კონტინენტურ შელფში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესულ გემზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.  ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვიპროსის ბერძნულმა მხარემ, Nautical Geo-ს სახელწოდების კვლევითი გემის საქმიანობის შესახებ  29 სექტემბერს ,,NAVTEX“-ი (საზღვაო გაფრთხილების ნავიგაციური ტელექსის სისტემა) გამოაცხადა. აღნიშნული ,,NAVTEX“-ის სამუშაოები გათვალისწინებულია იმ სფეროში, რომელთა უმეტესობა მდებარეობს თურქეთის კონტინენტურ შელფზე რა, იგი არ იყო კოორდინირებული თურქეთთან. დიპლომატიური არხების მცდელობა განხორციელდა მალტაზე, რომლის დროშის ქვეშაც ცურავს ეს გემი და იტალიაზე, სადაც გემის მფლობელი კომპანიაა დაფუძნებული.

თურქეთის მცდელობების მიუხედავად, Nautical Geo-ს კვლევითმა ხომალდმა გუშინ დილით სცადა შეტევა თურქეთის კონტინენტურ შელფზე, რის საპასუხოდაც თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების უფლება არ მისცა.



მსგავსი ინფორმაციები