თათარის ვიზიტი თურქეთში გრძელდება

„ქალაქი ვაროსია  230 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა“

1714281
თათარის ვიზიტი თურქეთში გრძელდება

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა, რომ ქალაქ ვაროსიაში, რომელიც გაიხსნა 2020 წლის 8 ოქტომბერს,  დღემდე უკვე 230 ათასი ადამიანი ეწვია. თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში მყოფმა თათარმა, აქ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ქალაქი ვაროსია 1974 წლიდან დახურულ ზონას წარმოადგენდა და იგი გასულ წელს, კეთილი ნების გამოვლენის მიზნით, ვიზიტორებისათვის და ტურისტებისათვის გახსნეს. მისივე თქმით, ეს რეგიონი მთლიანად  თურქულ ფონდებს ეკუთვნის. „ჩვენს მხარეზე მუშაობს უძრავი ქონების კომისია და გვინდა, რომ ვისაც აქ ქონება გააჩნია, მიმართოს ამ კომისიას, რომელიც წარმოდგენილი ნამდვილი დოკუმენტების საფუძველზე პატრონებს დაუბრუნებს ამ ქონებას. რაც შეეხება ვაროსიაში ვიზიტორების რაოდენობას, პანდემიის მიუხედავად იგი 230 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა და პანდემია რომ არ ყოფილიყო, ვიზიტორთა რიცხვი მილიონსაც გადააჭარბებდა. როცა პანდემიის შემდგომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, აუცილებლად გაიზრდება ეს რიცხვიც. უფრო მეტიც, ვაროსიის ულამაზესი პლაჟები, პარკები თუ სოციალური ობიექტები,  საერთაშორისო სამართლის კონტექსტში, თანდათანობით ყველასათვის გაიხსნება,“ ხაზგასმით აღნიშნა თათარმა.


საკვანძო სიტყვები: #ქალაქი ვაროსია , #ერსინ თათარი

მსგავსი ინფორმაციები