ირანმა აკრძალა სამხრეთ კორეული ტექნიკის იმპორტი

ეს დადგენილება პრეზიდენტმა, ხამენეის დავალებით მიიღო

1712941
ირანმა აკრძალა სამხრეთ კორეული ტექნიკის იმპორტი

ირანმა აკრძალა Samsung–ისა და LG–ის მარკის საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისმა, ქვეყნის სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის დავალებით აკრძალა  სამხრეთ კორეული კომპანიების Samsung-ის და LG–ის მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი და ამასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები გაუგზავნეს შესაბამის სამინისტროებს. 10 სექტემბრის განცხადებაში ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეულმა კომპანიებმა 2018 წლიდან, ე.ი. აშშ-ის მიერ თეირანისადმი ახალი სანქციების დაწესების კვალდაკვალ, გააუქმეს ინვესტიციები ირანში და შეწყვიტეს მასთან ექსპორტიც. აქედან გამომდინარე აღარ სჭირდებათ მათი პროდუქცია და ამიერიდან აღარ დაუშვებენ ამ ქვეყნიდან "უკონტროლო იმპორტს.". სამხრეთ კორეის ელექტრონიკის მწარმოებლები Samsung-ი და LG-ი, მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდნენ ირანის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მობილური ტელეფონების ბაზარზე.


საკვანძო სიტყვები: #სამხრეთ კორეა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები