ისრაელმა დამასკო დაბომბა

თავდასხმას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია

1701908
ისრაელმა დამასკო დაბომბა

სირიის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა დედაქალაქ დამასკოს ზოგიერთ ობიექტზე. ასადის რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო SANA/სანა, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, ადგილობრივი დროით 01:26 საათზე საჰაერო დარტყმა მიაყენა დამასკოს ცენტრის მიმდებარე რეჟიმის ძალების ზოგიერთ სამხედრო ობიექტებს და ამის გამო, ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა როგორ თვით დედაქალაქში, ასევე მის შემოგარენშიც. "ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განხორციელა ბეირუთის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მაგრამ, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდეს რაკეტების უმრავლესობა," ხაზგასმულია ამ განცხადებაში. ამავე განცხადებით, ამ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ მატერიალური ზარალი იქნა მიყენებული. როგორც ცნობილია, სირიის დედაქალაქ დამასკოში და მის გარეუბნებში, რეჟიმის არმიის გარდა, ლიბანის ჰეზბოლას, ირანის რევოლუციური ძალების და სხვა უცხოური ტერორისტული დაჯგუფებების კუთვნილი სამხედრო ობიექტებიც არსებობს



მსგავსი ინფორმაციები