ჩკთრ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალაქ ვაროსიათან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

ჩკთრ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალაქ ვაროსიათან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

1681900
ჩკთრ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალაქ ვაროსიათან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გამორიცხულია ქალაქ ვაროსიის გადაცემა სხვა ადმინისტრაციისათვის ნებისმიერი გადაწყვეტილებით.

ჩკთრ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ ვაროსიის გახსნის თაობაზე სამუშაოები 2019 წელს მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გრძელდება.

„ქალაქი ვაროსია, რომელიც ჩკთრ-ის ტერიტორიაა, გათავისუფლდება კვიპროსის პრობლემის ტყვეობისაგან და იგი უახლოეს მომავალში გახდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი. გამორიცხულია ქალაქ ვაროსიას გადაცემა სხვა ადმინისტრაციაზე ნებისმიერი გადაწყვეტილებით. ევროკავშირის ამ საკითხთან მიმართებაში პოზიცია, კვიპროსის ბერძნული მხარის პოზიციის მსგავსია და არანაირი განსხვავებული ხედვა არ შეიმჩნევა. კვიპროსზე სამართლიანი და მდგრადი შერიგება მხოლოდ მოლაპარაკებების შემდეგ შეიძლება, როცა ორივე მხარე შეთანხმდება საერთო ნიადაგზე საკუთარი ნებით,“ ნათქვამია ჩკთრ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  


საკვანძო სიტყვები: #ქალაქი ვაროსია , #ჩკთრ

მსგავსი ინფორმაციები