SMDK-მ განცხადება გაავრცელა

მასში მკაცრად დაიგმო მაკრონის შეხვედრა  PYD/YPG-სთან

1678111
SMDK-მ განცხადება გაავრცელა

სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიცია (SMDK), წერილობით გავრცელებულ განცხადებაში უარყოფითად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრას ე.წ. "სირიის დემოკრატიული საბჭოს" წევრებთან, რომელსაც ხელმძღვანელობს პკკ-ას დაქვემდებარებაში მყოფი და მისი სირიული ფრთა PYD/YPG-ე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტერ-ორგანიზაცია PYD/YPG-ს, პირდაპირი და ორგანული კავშირი აქვს PKK–სთან. "სამწუხარო და შემაშფოთებელია საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა ტერორისტული PYD-ს შეიარაღებული დაჯგუფების დელეგაციასთან. PYD-სთან შეხვედრა, იგივეა რაც ტერ-ორგანიზაცია PKK-სთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება და გამოცხადება. სირიელი ქურთების ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ადგილობრივი მცხოვრებლების ძალით დეპორტაცია მოახდინა და შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული სტრუქტურა, ხოლო ამის პარალელურად მათ მრავალი სხვადასხვა დანაშაულები ჩაიდინეს სირიელი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ, ამ დაჯგუფებასთან შეხვედრა და მისი აღიარება არღვევს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასაც,” აღნიშნულია SMDK-ს განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები