ჩკთრ–ის რეაქცია ევროკავშირის მიმართ

“ჩვენ ბოლომდე დავიცავთ კვიპროსელი თურქების უფლებებს“

1678137
ჩკთრ–ის რეაქცია ევროკავშირის მიმართ

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "დახურული ქალაქი მარაში არის ჩკთრ–ის ტერიტორია და როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს აბსოლუტური სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე". ამ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, კუნძულ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მხარდაჭერის მიზნით, მეტად მიკერძოებული და ცალმხრივი შეფასება გააკეთა და მისმა ამ შეფასებამ დახურულ ქალაქ მარაშთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ევროკავშირს არ სურს კვიპროსის საკითხში ნეიტრალურად დარჩენა. "დახურული მარაში არის ჩკთრ-ის ტერიტორია და როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს აბსოლუტური სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე. ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავრობამ დახურულ მარაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან დღეს განაცხადა ჩვენმა სტუმარმა, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. კვიპროსის ხალხიც და დახურული მარაშის საკითხიც სწორედ  ამ ჩარჩოებში უნდა შეფასდეს. ამ ეტაპზე, მარაშში სამხედრო ზონის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებაც და ჩვენი სამომავლო გადაწყვეტილებებიც უეჭველად უნდა მიღებულ იქნას საკუთრების უფლების აბსოლუტური პატივისცემით," ხაზგასმულია ამ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლებიც განაგრძობენ უპირობო მხარდაჭერას კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მიმართ, არავითარი მორალური მნიშვნელობა არ აქვს. ”ევროკავშირის მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად, რომელიც კვიპროსელი თურქების არსებობის იგნორირებასაც კი აკეთებს, ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, სრულად დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები დედა-სამშობლო თურქეთთან ერთად,” აღნიშნულია ამ განცხადებაში. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ოფიციალურმა ანკარამაც



მსგავსი ინფორმაციები