ერდოღანი ჩკთრ-ის ზეიმს დაესწრო

“ანკარა ბოლომდე დაიცავს კვიპროსელი თურქების უფლებებს“

1677793
ერდოღანი ჩკთრ-ის ზეიმს დაესწრო
tatar.jpeg

პრეზიდენტი ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩატარებულ მშვიდობისა და თავისუფლების ზეიმს დაესწრო და აქ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კვიპროსელმა ბერძნებმა ყოველთვის უმცირესობის თვალით შეხედეს კვიპროსელ თურქებს და ამით უარი თქვეს მათთან თანასწორობის საფუძველზე ცხოვრებაზე. ”კვიპროსის ბერძნული მხარე, ახლაც დაჟინებით მოითხოვს შეინარჩუნოს ეს მაქსიმალისტური, არაგულწრფელი და გათამამებული მიდგომა, რომელიც მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას,” განაცხადა ერდოღანმა. მანვე ამ საკითხში მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დახმარებებს შეჰპირდა, მაგრამ, არ შეასრულა ეს პირობა და იგი ტყუილის დონეზე დარჩა. კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის მიდგომაზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ დღესაც კი, ჯერ კიდევ არიან ისეთი პირები, რომლებთაც 1974 წლამდე მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გამეორება  სურთ და ამით ისინი არაკეთილსინდისიერად იქცევიან. "კუნძულ კვიპროსის საკითხში ჩვენ მართლები ვართ და ამიტომ ბოლომდე დავიცავთ აქ მცხოვრები თურქების უფლებებს. უსიამოვნო დამოკიდებულება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა, ეტყობა არც მომავალში შეიცვლება, თუმცა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან, თურქული მხარე ძველ დროს აღარ დაუბრუნდება და არც არავის არ უნდა ჰქონდეს ამის მოლოდინი, რადგან, კვიპროსელი თურქები უარს არ იტყვიან თავიანთ თანაბარ სტატუსზე და სუვერენიტეტის მოთხოვნაზე რა, ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ უმცირესობის სტატუსს. ასე რომ, 47, 147 ან 247-მა წელმაც რომ გაიაროს, კვიპროსელი თურქი ხალხი არ დათმობს თავის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას”, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა და იქვე დაამატა, რომ ”საკუთრების უფლების შესაბამისად ჩატარებული სამუშაოების ფონზე, ქალაქ მარაშში გაიხსნება ახალი ეპოქის კარები, რომლითაც ყველა მხარე ისარგებლებს.”



მსგავსი ინფორმაციები