დღეს პუტინი ალიევს შეხვდება

განიხილავენ აქტუალურ საკითხებს

1677695
დღეს პუტინი ალიევს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  დედაქალაქ მოსკოვში შეხვდება. კრემლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, პუტინის ალიევთან შეხვედრის დროს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და განვითარება განიხილება. “გარდა ამისა, ამავე შეხვედრაზე  განიხილება ასევე რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის "სტრატეგიული" ურთიერთობების განმტკიცების საკითხებიც“, ხაზს უსვამს კრემლი



მსგავსი ინფორმაციები