პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩკთრ-ში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩკთრ-ში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1677432
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩკთრ-ში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კვიპროსში, მოლაპარაკებების ახალი პროცესი მხოლოდ ორ თანაბარ და სუვერენულ სახელმწიფოს შორის შეიძლება მოხდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში (ჩკთრ) გამგზავრების წინ აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ჩკთრ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ერსინ თათართან გასამართ შეხვედრაზე, კვიპროსის საკითხს (ეროვნული დავა) და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად განიხილავენ. მისივე თქმით, ასევე სამომავლოდ ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზეც იმსჯელებენ.


საკვანძო სიტყვები: #ჩკთრ , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები