ერსინ თათარი: „თურქეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ჩავეჭიდოთ“

ერსინ თათარი: „თურქეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ჩავეჭიდოთ“

1677273
ერსინ თათარი: „თურქეთს კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ჩავეჭიდოთ“

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) პრეზიდენტმა, ერსინ თათარმა კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 47 წლის იუბილე, 20 ივლისთან დაკავშირებით წერილობით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთს კიდევ უფრო მჭდროდ უნდა ჩაეჭიდონ. ერსინ თათარი, სამშვიდობო ოპერაციის, რომლის მეშვეობითაც კვიპროსელმა თურქმა ხალხმა თავისუფლება და სუვერენიტეტი მოიპოვა, 47 წლისთავთან დაკავშრებით გასამართი ღონისძიებების წინააღმდეგ გამომსვლელი ბერძნული მხარის მახინჯ თავდასხმებსა და პროვოკაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის „არალეგალურ“, შეფასებების მთავარი სამიზნე არა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაა, არამედ, მათი დედასამშობლო თურქეთია.

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი, კვიპროსელი თურქების იზოლირება და მათ მიერ წამოყენებულ გადაწყვეტილებებზე დამორჩილებაა რა, მათმა ხალხმა კარგად იცის, ვინც ამ საქმეს აკეთებს. თათარს იმედი აქვს, რომ მისი ხალხი არ წამოეგება ამ მახინჯ თამაშებსა და პროვოკაციებს.

ჩკთრ-ს პრეზიდენტმა, ბერძნული მხარის ლიდერ, ნიკოს ანასტასიადისის შესახებაც ისაუბრა თავის წერილობით განცხადებაში და დასძინა, რიმ იგი კვიპროსში რეალური ფაქტების დამალვას და მსოფლიოს მოტყუებას ყველა პლატფორმაზე ცდილობს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერსინ თათარი

მსგავსი ინფორმაციები