სირიის თემაზე ასტანას მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი ნურ სულთანში 7-8 ივლისს  გაიმართება

სირიის თემაზე ასტანას მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი ნურ სულთანში 7-8 ივლისს  გაიმართება

1664589
სირიის თემაზე ასტანას მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი ნურ სულთანში 7-8 ივლისს  გაიმართება

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადადებული სირიის თემაზე ასტანას მოლაპარაკებების მე-16 რაუნდი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, 7-8 ივლისს  გაიმართება.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრებს გარანტორის ქვეყნების თურქეთის ირანის და რუსეთის დელეგაციების გარდა სირიის რეჟიმისა და სამხედრო ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური დელეგაცის თაოსნობით იორდანია, ლიბანი და ერაყი მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსით მიიღებენ.

მოლაპარაკებების დღის წესრიგი მთავარი თემები იქნება სირიაში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობის განახლება ჟენევაში, პატიმართა გაცვლა, მძევლების განთავისუფლება და უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ძებნა.



მსგავსი ინფორმაციები