სომხეთის არჩევნებში ისევ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის არჩევნებში ისევ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

1661725
სომხეთის არჩევნებში ისევ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.

სომხეთის ცენტრალული საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო თანხმობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 53,92 პროცენტი მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობის აქტივობა კი 49,4%-ი გახლდათ.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.01%-ით.

მეორეს მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომეხმა ხალხმა მის პარტიას და პირადად მას მხარი დაუჭირა რათა ქვეყანას გაუძღვეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ  გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები