თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას კიდევ 26 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გადასცა

თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას კიდევ 26 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გადასცა

1660722
თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას კიდევ 26 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გადასცა

თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას კიდევ 26 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გადასცა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

ვაქცინები თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითმფრინავით ჩაიტანეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკის ერჯანის აეროპორტში და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისთვის გაგზავნილი ვაქცინების რაოდენობამ 216 000 დოზას მიაღწია. დაგეგმილია, რომ ივლისის ბოლოს აღნიშნული ციფრი 300,000-ს მიაღწევს.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა უნალ უსთელმა სატელევიზიო არხ BRT - სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთიდან ივლისის თვის ბოლომდე ყოველ კვირაში ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ და ჩატარდება ვაქცინაციის საყოველთაო კამპანია.



მსგავსი ინფორმაციები