ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი ბავში მოკლეს

ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი ბავში მოკლეს

1660052
ისრაელის ჯარებმა კიდევ ერთი პალესტინელი ბავში მოკლეს

ისრაელის ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე უკანონო ებრაული დასახლებების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთი პალესტინელი ბავშვი, თავის არეში სროლით  მოკლეს.

ადგილობრივი წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელებმა ნაბლუსის სამხრეთით მდებარე სოფელ  ბეიტაში  უკანონო ებრაული დასახლებების წინააღმდეგ დემონსტრაცია გამართეს. დემონსტრაციაში მონაწილე 16 წლის პალესტინელი,  აჰმედ ბენი შამსე ისრაელის ძალების მხრიდან თავის არეში სროლით იქნა მოკლული.

ცნობისათვის, რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ებრაელებმა ძალის გამოყენებით ადგილობრივი პალესტინელების  განდევნა და უკანონო მშენებლობები დაიწყეს.

ამის შემდეგ კი პალესტინელები ამ არასამართლიანი ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები