ერდოღანმა და ალიევმა შუშას დეკლარაციას ხელი მოაწერეს

თურქეთი შუშაში საკონსულოს ხსნის

1658598
ერდოღანმა და ალიევმა შუშას დეკლარაციას ხელი მოაწერეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ საღამოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. პრეზიდენტ ერდოღანს ქალაქ, ბუზულიში თავისი კოლეგა ილჰამ ალიევი დახვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერი, 28 წლის შემდეგ სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მთიანი ყარაბაღის ქალაქ, შუშაში ჩავიდნენ.

ერდოღანმა და ალიევმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ შუშას დეკლარაციას ხელი მოაწერეს, რის შემდეგაც გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ „შუშას დეკლარაციით“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი საგზაო რუქაც ცნობილი გახდა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, აზერბაიჯანის ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა 44 დღიანი ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღის სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლება და ყველას მოწვევა აზერბაიჯანის გამარჯვების აღიარება.

ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, სამხრეთ კავკასიაში  „ექვსეულის პლატფორმის“ (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ირანი) შექმნის შესაძლებლობაზე, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მან ბოლოს, უახლოეს ხანებში ქალაქ შუშაში თურქეთის გენერალური საკონსულო გახსნაზც ისაუბრა და აღნიშნა: „ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რეგიონში ჩვენი საქმიანობა უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს.“



მსგავსი ინფორმაციები