ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა

ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა

1655523
ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა

ალბანეთის პარლამენტმა დააკმაყოფილა კონსტიტუციის დარღვევის მოტივით პრეზიდენტ ილირ მეტას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 104 დეპუტატმა ხმა მისცა მეტას გათავისუფლებას, 7-მა კი მის თანამდებობაზე დარჩენას დაუჭირა მხარი, სამმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტისათვის წარდგენილ ანგარიშში მეტაზე ნათქვამია, რომ ”პრეზიდენტმა მეტამ სერიოზულად დაარღვია კონსტიტუცია”.

პრემიერ მინისტრმა ედი რამამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეტამ უღალატა თავის მისიას და დაამატა: "მეტამ შეურაცხყოფა მიაყენა კონსტიტუციას. ალბანეთს აღარ შეუძლია მხარი დაუჭიროს მეტას".

აღინიშნა, რომ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მეტას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 3 თვის განმავლობაში მიიღება.

მეტას თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ალბანეთის პარლამენტის სპიკერი გრამოზ რუჩი გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ალბანეთის სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტს მიმართა იმ მოტივით, რომ მეტა მოქმედებდა არაკონსტიტუციურად 2021 წლის 25 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო კამპანიის დროს.



მსგავსი ინფორმაციები