თურქეთმა, ჩკთრ-ს დამატებით 50 ათასი დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ჩკთრ-ს დამატებით 50 ათასი დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაუგზავნა

1654406
თურქეთმა, ჩკთრ-ს დამატებით 50 ათასი დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას  დამატებით 50 ათასი დოზა ვაქცინა გაუგზავნა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თვითმფრინავი, რომელსაც ვაქცინა გადაჰქონდა ჩკთრ-ში, გუშინ საღამოს თურქეთის დროით 22:20 საათზე ჩკთრ-ს ერჯანის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავს აეროპორტში ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ასე, რომ თურქეთმა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მთლიანობაში 190 ათასი დოზა ვაქცინა გადასცა.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #ჩკთრ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები