ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ პროვინცია ხორასანში ორი მიწისძვრა მოხდა

1640540
ირანში მიწისძვრა მოხდა

5,5 და 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა ირანის ჩრდილოეთ პროვინცია ხორასანში.

თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მიწისძვრები, რომელთა ეპიცენტრიც პროვინციის რაიონ ჯაჯერმში მდებარეობდა, ადგილობრივი დროით 03.34 და 05.24 საათზე მოხდა.

პირველი მონაცემებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა ზოგიერთი სახლი.

მიწისძვრების შემდეგ, რომლებიც მიწის ზედაპირიდან 16 და 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფები გაიგზავნა.

დაშავებულების დასახმარებლად და დაზიანების შესაფასებლად მუშაობა გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები