ისრაელის პოლიცია პლასტიკური ტყვიებით და ხმის ეფექტის ყუმბარებით პალესტინელებს თავს დაესხა

ისრაელის პოლიცია პლასტიკური ტყვიებით და ხმის ეფექტის ყუმბარებით პალესტინელებს თავს დაესხა

1636900
ისრაელის პოლიცია პლასტიკური ტყვიებით და ხმის ეფექტის ყუმბარებით პალესტინელებს თავს დაესხა

დილის ლოცვის შემდეგ, ალ-აქსას მეჩეთიდან გამოსულ მრევლს ისრაელის პოლიცია პლასტიკური ტყვიებით და ხმის ეფექტის ყუმბარებით თავს დაესხა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.

მესჯიდი ალ ჰარამში ჩატარებული დილის ლოცვის შემდეგ ასობით ადამიანი ყიბლას მეჩეთესა და კუბბეთუს საჰრას შორის შეიკრიბა და  პალესტინისა და ჰამასის დროშები გაშალა, რის შემდეგაც აქსას ლომიანი კარისა და ჰუთთას კარისკენ გაემართა.

ისრაელის პოლიცია, რომელიც ამ ორი კარიბჭის მიღმა ელოდა მათ, მესჯიდი ალ-აქსადან გამოსულსებს პლასტმასის ტყვიებითა და ხმის ეფექტის ყუმბარებით თავს დაესხა.

პალესტინელმა ახალგაზრდებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლეს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 10 პალესტინელი პლასტიკური ტყვიებით დაშავდა.

ისრაელის პოლიციამ ასევე დააკავა პალესტინელი ახალგაზრდების ნაწილი.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

იერუსალიმში ისრაელის პოლიციის ჩარევის შედეგად გუშინ  90 პალესტინელი დაშავდა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაშავებულთა შორის არიან ერთი წლის ჩვილი და ბავშვები.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები