ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“-ს შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“-ს შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

1632639
ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“-ს შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა
akar eskişehir.jpeg

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“-ს შედეგად 7 ტერორისტი, მათ შორის ერთი ეგრეთ წოდებული რეგიონზე პასუხისმგებელი იქნა განეიტრალებული.

აქარმა ესქიშეჰირში მდებარე საბრძოლო საჰაერო ძალების სარდლობა მოინახულა, საიდანაც ხდება ერაყის ჩრდლოეთში მიმდინარე ოპერაციები „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხის“ საჰაერო მოქმედებების მართვა.

მინისტრი აქარის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ოპერაციების შედეგად ერთ- ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი 7 ტერორისტი გაანეიტრალეს და მათგან ერთი ეგრეთ წოდებული „რეგიონზე პასუხიგებელი“ იყო.

ამგვარად, ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“-ს შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები