აქტუალური თემის ანალიზი 69

ბაშიკას თურქული სამხედრო ბაზა

1626568
აქტუალური თემის ანალიზი 69

  

როგორც ცნობილია ამ დღეებში ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე და ქალაქ მოსულის თურქულ სამხედრო ბაზაზე ერთდროული სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა, რის გამოც ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებრიობის ყურადღება კვლავ ამ რეგიონისკენ იქნა მიპყრობილი. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატის, რომელშიც იგი წერს...

ჯერ ჯერობით დაუდგენელი და გაურკვეველია თუ რა მიზანი ჰქონდა ერაყის ქალაქ მოსულიდან 25 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარე თურქულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, თანაც იმ დროს, როცა თურქეთის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ანტიტერორისტული ბრძოლა მთელი კატეგორიულობით მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ერაყის სინჯანის რეგიონში, სადაც ქურთ სეპარატისტებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი საყრდენები გააჩნიათ.

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ ერაყის  რეგიონში თურქეთს რამდენიმე მცირე და დიდი სამხედრო ბაზა გააჩნია და მათ შორის სიდიდით და სამხედრო ტექნიკური აღურვილობით წინა პლანზე გამოდის ბაშიკას სამხედრო ბაზა, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს არა მხოლოდ ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წინაარმდეგ ბრძოლაში, არამედ ამასთან დიდ სამსახურს უწევს როგორც ქალაქ მოსულისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების რადიკალური ტერ-ორგანიზაცია დაეშისგან გაწმენდის, ასევე ხსენებული რეგიონის სტაბილურობისა და ბალანსის შენარჩუნების საკითხშიც. ბაშიკას ბაზამ კარგა ხნით უმასპინძლა ასევე “ჰაშდი ვათანის“ შეიარაღებული დაჯგუფების ძალებსაც, რომლებიც თურქმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დეაშის წინააღმდეგ საბრძოლველად გაწვრთნეს. რა თქმა უნდა, ამ ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაშფოთა ის ზოგიერთი წრეები და ელემენტები, რომლებიც რეგიონში სექტანტური პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, განსაკუთრებით კი ჰაშდი შააბის ფარგლებში მოქმედი რადიკალური ჯგუფები. უფრო მეტიც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მალიქის დროს,  ირანთან ახლოს მყოფი ელემენტები მასზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდნენ და მუქარებსაც არ აკლებდნენ, რათა ბაშიკას ბაზა დახურულიყო, მაგრამ, ანკარამ ბაღდადთან წარმოებული მოლაპარაკებებით, პოზიტიურად გადაჭრა ეს საკითხი და ბაშიკა დღესაც აგრძელებს მოქმედებას

ახლა, ბაშიკას ბაზაზე რაკეტებით განხორციელებულმა შეტევამ, კვლავ გაგვახსენა ჰაშდი შააბის ელემენტები. მით უმეტეს, რომ თურქეთმა ბოლო ხანებში აქტიური სამხედრო ოპერაციები განახორციელა რეგიონში თავშეფარებული პკკ-ას ტერორისტების წინააღმდეგ, რათა მათ დატოვონ სინჯარის რეგიონი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას თურქმენები წარმოადგენენ

ჰაშდი შააბის დაჯგუფებას დაქვემდებარებული ძალები სინჯარის რეგიონში დღითიდღე აძლიერებენ სამხედრო ყოფნას, რაც ეწინააღმდეგება ერბილ-ბაღდადის შეთანხმებას, თანაც ისინი აქტიურად თანამშრომლობენ PKK-ას ადგილობრივ ელემენტებთანაც რა, ისინი ერთობლივ ანტითურქულ ქმედებებს ეწევიან. მართალია სინჯარის რეგიონს ირანისთვისაც მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან, იგი ამ რეგიონს სირიაში შესვლა-დარჩენის ლოგისტიკურ ცენტრად მიიჩნევს და ამიტომ მისი დაკარგვა არ სურს. თუმა, მისი ეს მცდელობა, PKK-სთან თანამშრომლობის გზით განამტკიცოს აქ პოზიცია, ძალზე დიდი შეცდომაა და ამასთან ანტითურქული განწყობაცაა

საბოლოო ჯამში, თურქეთი კატეგორიულია ერაყში და სირიაში თავშეფარებული პკკ-ას განადგურების საკითხში და ამისათვის არ იშურებს არანაირ ძალისხმევას. ერთ დროს თურქეთის არმიამ PKK-ას წევრებთან ერთად დიდი რაოდენობით გაანეიტრალა სირიის ჩრდილოეთში მდებარე აფრინის რეგიონში მოქმედი პროირანული შიიტთა დაჯგუფებებიც. ახლა კი, იგივე პროირანული ძალები თურქეთს ცდიან ერაყის ჩრდილოეთშიც და მათთვისაც ეს ანტითურქული გამოსვლები კვლავ ფატალური შედეგებით დასრულდება, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები