ნიკოს დენდიასი ხვალ თურქეთში ჩამოდის

ნიკოს დენდიასი ხვალ თურქეთში ჩამოდის

1620417
ნიკოს დენდიასი ხვალ თურქეთში ჩამოდის

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, ხვალ თურქეთში ჩამოვა. იგი, ანკარაში თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება.

შეხვედრაზე ძირითადად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ეგეოსის რეგიონში მიმდინარე მოვლენები იქნება განხილული. ჩავუშოღლუ-დენდიასის შეხვედრაზე ასევე საბერძნეთის მხრიდან მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება, კვიპროსის, ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრების და სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მიმართ მხარდაჭერის საკითხები იქნება განხილული.

ნიკოს დენდიასი, ანკარაში ჩასვლამდის სტამბოლში, სავარაუდოდ ფენერის ბერძენთა პატრიარქს (მსოფლიო პატრიარქი) ბართლომეოს პირველს შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები