ირანი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო ისრაელზე შურისძიებით იმუქრება

ირანი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო ისრაელზე შურისძიებით იმუქრება

1619256
ირანი ნატანცის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო ისრაელზე შურისძიებით იმუქრება
cevad zarif.jpg

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ განაცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანში, ნატანცის ბირთვულ ობიექტზე გუშინ მომხდარი აფეთქების უკან, ისრაელის დაზვერვის სამსახური „მოსადი“ იმალება რა ამისათვის ისრაელისგან აუცილებლად იძიებენ შურს. ირანის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტოს IRNA-ს თანახმად, ზარიფმა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიას, ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს, ნატანცის  ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აშკარად განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მხრიდან სანქციების მოხსნას რა, ეს თავდასხმაც ირანის მხრიდან, აშშ-სთან სანქციების მოხსნის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების საწინააღმდეგო ქმედებაა.  

„სიონისტებს სურთ შური იძიონ თავიანთი წარმატების მისაღწევად ირანელ ხალხზე რეპრესიული სანქციების მოხსნაში. ამასთან, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და აუცილებლად ვიძიებთ შურს სიონისტებისგან,“ განაცხადა ჯავად ზარიფმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის მთავრობამ, გუშინ დილით ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ფაქტის შესახებ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მომხდარ შეფერხებას უკავშირდებოდა, შემდეგ კი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.  



მსგავსი ინფორმაციები