დონბასის რეგიონში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

დონბასის რეგიონში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

1617428
დონბასის რეგიონში სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, გუშინ სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სეპარატისტებმა ღამის განმავლობაში ხუთჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცი, სეპარატისტების მიერ დონბასის პესკისა და ვოდიანოეს რაიონებში გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

30 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ჰომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი წვრთნების საბაბით  ჯარს უკრაინის საზღვრებთან აგზავნის.

დონბასის რეგიონში კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც შედგება რუსეთის, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან (ეუთო) 2020 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

პრორუს სეპარატისტებს, რომლებმაც რეგიონში ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და კიევის ხელისუფლებას შორის შეტაკებების შედეგად 2014 წლიდან დღემდე 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #დონბასი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები